“სავანეს” დასანგრევად ქუთაისის მერიას ტენდერი არ გამოუცხადებია | დემონტაჟი შეჩერებულია

ირკვევა, რომ ქუთაისის მერიას, კაფე “სავანეს” დემონტაჟისთვის ტენდერი არ გამოუცხადებია. შესაბამისად, ტექნიკა ნგრევის პროცესში უკანონოდ იღებდა მონაწილეობას. ამჟამად დემონტაჟი შეჩერებულია, თუმცა შენობა თითქმის აღარ არსებობს. “სავანეს” კერძო მესაკუთრეებმა და იურისტებმა ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც მძიმე ტექნიკის მძღოლი იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა.
მთელი დღეა ქუთაისი ცენტრში დღეს ხმაურია. მძიმე ტექნიკა ბულვარში დილიდან მიიყვანეს და ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. “სავანეს” დემონტაჟის საქმე კი სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ქუთაისის მერიამ ისტორიული შენობის ნგრევა ისე დაიწყო, მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაელოდა.
იხილეთ ასევე:
· რასაც 12 წელი “ქართული ოცნება” სხვას აბრალებდა, ქონების მიმტაცებლები, თვითონ არიან | “სავანეს” მეპატრონე;
· “რუსებო, მონებო…” | ქუთაისში დემონტაჟი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, პოლიციამ კაფე-ბარის კარი ჩაამტვრია
[ფოტო: მიშიკო მუმლაძე]