„სავალუტო შემოდინების მხრივ, ფულადი გზავნილების წილი უფრო მეტია ვიდრე ტურიზმის“ – ოთარ ნადარაია

გასული 2024 წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 4.3%-ით გაუფასურდა. 2024 წლის განმავლობაში ლარს გაუფასურების ორი ტალღა ჰქონდა, ორივე პოლიტიკური მიზეზით იყო განპირობებული – პირველი გაზაფხულზე, რაც ქართული ოცნების პარლამენტის მიერ რუსული კანონის დაბრუნებას მოჰყვა. მაშინ ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარამდეც გაიზარდა, თუმცა შემდგომში ზაფხულის თვეებში მისი კურსი კვლავ 2.70-ის მიდამოს დაუბრუნდა. გაუფასურების მეორე ტალღა დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა ევროკავშირთან 2028 წლამდე გაწევრიანების მოლაპარაკებების საქართველოს მხრიდან დღის წესრიგში არ დაყენების შესახებ.
წინასაარჩევნო პერიოდშიც და ს შემდეგაც, ეროვნულმა ბანკმა ლარის დასასტაბილურებლად არა ერთი ინტერვენცია განახორციელა.
ს“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ლარის კურსის ცვალებადობა სენტიმენტებს ემყარება.
,,ჩვენი შეფასებით, საუბარია უფრო მეტად სენტიმენტებზე, ვიდრე წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუარესებაზე, მიმდინარე მონაცემებიდან ეს ნამდვილად ჩანს. მართალია, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა და სავალუტო შემოდინებების კუთხით ჩვენ ვხედავთ, რომ ტურიზმის ზრდის ტემპი ასევე შენელებულია, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ იგივე გზავნილების ექსპორტის მიმართულებით დინამიკა არ შეცვლილა, რადგანაც ამ მიმართულებებით გარე ფაქტორებია განმსაზღვრელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სენტიმენტების გამო შენელდა იმპორტიც, რაც მასშტაბის გათვალისწინებით ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენი მონაცემით, პირველადი მოხმარების საგნებისგან განსხვავებით, უფრო გრძელვადიანი მოხმარების პროდუქცია, როგორიცაა ვთქვათ, ელექტრონიკა, ავეჯი და სხვა, აქ უფრო მეტი კლება შეიმჩნევა. უცხოური ინვესტიციები, ზოგადად საგარეო დაფინანსებაც მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შემოდინებების ეს წყარო ძირითადი მაინც არ ყოფილა”, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა ასევე ყურადღება გაამახვილა თიბისი კაპიტალის „ლარი/ევრო/დოლარის არჩევანის„ ჩარჩოზე.
„საბაზო სცენარი ყოველთვის საბაზო სცენარია და რასაკვირველია ალტერნატიული სცენარებიც არსებობს, სხვადასხვა მიმართულებით. ამ მხრივ, ჩვენი ჩარჩოს შესაბამისად, მე მაინც ყოველთვის დივერსიფიცირებაზე გავაკეთებდი არჩევანს, როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების მხრივ, ვიდრე როგორც არაერთ შემთხვევაში ხდება, როდესაც ერთი ვალუტიდან მთლიანად მეორე ვალუტაში ხდება გადასვლა. თავისთავად, დივერსიფიცირებისას, სხვადასხვა პერიოდში, კონკრეტული წილების განსაზღვრა მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორც ლარის, ასევე ევრო/დოლარის კუთხით, თუმცა ეს უკვე უფრო ვრცელი განხილვის თემაა, რაც პერიოდულად, ჩვენს პუბლიკაციებში არის ხელმისაწვდომი“,- აღნიშნა ოთარ ნადარაიამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.