საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ქვეყნების უმეტესობისთვის 2025-2026 წლებში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ახალი ტარიფების შემოღების მოტივით – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
World Economic Outlook-ის განახლებული ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5 პროცენტული პუნქტით 2,8%-მდე შემცირდა. 2026 წლის პროგნოზიც კორექტირებულია 3.3%-დან 3%-მდე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე ელოდება გლობალური ინფლაციის ნელ კლებას. 2025 წელს, პროგნოზის მიხედვით, 4,3%-ს მიაღწევს, 2026 წელს კი – 3,6%-ს.
