სავალუტო ფონდმა ევროპა ეკონომიკაში სტაგნაციის რისკის შესახებ გააფრთხილა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გააფრთხილა ევროპის ეკონომიკაში სტაგნაციის საფრთხის შესახებ, რაც სავაჭრო კონფლიქტებსა და შიდა მოთხოვნის სუსტ დონეს უკავშირდება.
სავალუტო ფონდმა მოუწოდა ევროპის ხელისუფლებას, მიიღონ სასწრაფო და გადამწყვეტი ზომები ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მხარდასაჭერად. კერძოდ, მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გაძლიერება, რადგან ევროპაში ფრაგმენტაცია აზიანებს ინოვაციებსა და ბიზნესს.