სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივვადიანი, 12 წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია
სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივვადიანი, 12 წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12 წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მონაცემების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც ბოლო თორმეტი წლის მანძილზე 2024 წლისთვის ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდება უმუშევრობა.
ფონდის შეფასებით, 12 წლის მანძილზე (2012 წელთან შედარებით), უმუშევრობა საქართველოში 11 პროცენტული პუნქტით მცირდება და 2024 წელს უმუშევრობის დონე 15,7%-ს გაუტოლდება.
