სავალუტო ფონდის მისიის მიერ ხაზი გაესვა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას – ეკატერინე გუნცაძე

„სავალუტო ფონდის მისიის მიერ ხაზი გაესვა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სსფ-ის მორიგი მისიის დასრულების შემდეგ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სსფ-ის მისიის ფარგლებში, შეჯამდა 2025 წლის მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები, ასევე განხილულ იქნა 2026 წელს და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პარამეტრები.
„ხაზი გაესვა ეკონომიკური ზრდის მაღალ დონეს, ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს, როგორიცაა დაბალი დეფიციტი, ვალის დაბალი მაჩვენებელი და ზოგადად, მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას. ასევე, განვიხილეთ 2026 წელს დაგეგმილი მეოთხე მუხლის (Article IV consultation) კონსულტაციების თემატიკა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }