სავალუტო რეზერვები 4.85 მლრდ დოლარამდე შემცირდა

2024 წლის იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები დეკემბერთან შედარებით, თითქმის 156 მილიონი დოლარით, 4.85 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, დეკემბერში რეზერვები 5 მლრდ დოლარი იყო, გასული წლის იანვრის ბოლოს კი 4.89 მლრდ დოლარი.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, რეზერვების შემცირება სებ-ის მიერ ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას უკავშირდებოდა.
„კლება განპირობებული იყო დეკემბრის დასაწყისში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით, რაც საბანკო ლიკვიდობის ზრდას ისახავდა მიზნად,“- ნათქვამია მსოფლიო ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების აქტიურად შესყიდვას ახორციელებდა. გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 1.47 მილიარდი დოლარი ამოიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი $322-მილიონიანი შესყიდვა აპრილში განახორციელა.