,,სავალუტო ნაკადების ყველაზე დიდი წყარო კვლავ ევროკავშირია, რომელზეც მეორე კვარტალში ჯამური შემოდინებების 20.3% მოდიოდა”, – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ სავალუტო შემოდინებები ივნისში კვლავ გაუმჯობესდა. სავალუტო ნაკადების ყველაზე დიდი წყარო კვლავ ევროკავშირია, რომელზეც მეორე კვარტალში ჯამური შემოდინებების 20.3% მოდიოდა, ნაცვლად პირველი კვარტლის 21.7%-ისა.
,,ბალანსის გაუმჯობესება განპირობებულია როგორც უფრო ძლიერი სავალუტო შემოდინებებით, ასევე – შესუსტებული გადინებით. სახელდობრ, ივნისის მდგომარეობით, საგარეო ვაჭრობაში კვლავ ნარჩუნდება ბოლო თვეებისათვის დამახასიათებელი დინამიკა – ექსპორტი ძლიერი რჩება მეტწილად ავტომობილების რე-ექსპორტის ხარჯზე, ხოლო იმპორტის ზრდა სუსტია, მათ შორის სწორედ ავტომობილების შემცირებული იმპორტის შედეგადაც. კერძოდ, დოლარში გამოხატული საქონლის ექსპორტი ივნისში წლიურად 10.4%-ით გაიზარდა (წლის პირველ 6 თვეში ზრდა – 13.7%), ხოლო იმპორტი – მხოლოდ 0.9%-ით (5.8%-ით 6 თვეში, იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვით).“- აღნიშნულია კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლებაში.
გაუმჯობესება გრძელდება ფულადი გზავნილების დინამიკაში, რომელიც ივნისში 12.2%-ით გაიზარდა. გზავნილებში ევროკავშირის წილი ბოლო 12 თვის განმავლობაში თითქმის უცვლელად ნარჩუნდება ისტორიულ მაქსიმუმზე და 46%-ს უტოლდება. ასევე პიკზეა შემოდინებების წილი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, საიდანაც საქართველო გზავნილების თითქმის 19%-ს იღებს. 2022 წლიდან მზარდი ტენდენციით ხასიათდება ც, თუმცა მეორე კვარტალში ამ ქვეყნიდან მიღებული შემოდინებების წილი მარტში დაფიქსირებული 8.8%-დან 7.6%-მდე შემცირდა. რაც შეეხება რუსეთს, წილი ფულად გზავნილებში მიმდინარე წლის იანვარში ისტორიულ მინიმუმამდე – 10.5%-მდე შემცირდა, ხოლო, ივნისის მდგომარეობით, მცირედით გაიზარდა და 13.0%-ს მიაღწია.