“ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო კრედიტების ლიმიტის 750 000 ლარამდე ზრდა ლარიზაციის დაჩქარებას შეუწყობს ხელს,” – ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე, იუწყება.
როგორც მან ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განმარტა, ზღვრების წინა ცვლილებებთან შედარებით, ეს უკანასკნელი შედარებით ნაკლებ მომხმარებელზე აისახება.
„750 000 ლარამდე ზრდა ცალსახად ხელს შეუწყობს და არის ლარიზაციის პროცესის დაჩქარებისთვის გადადგმული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და ლარიზაციის პროცესის მეტ ინტეგრაციას. მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ზღვრის 750 000 ლარამდე ზრდა უფრო ნაკლებ მომხმარებელს შეეხება, ვიდრე ყველა წინა გადაწყვეტილება”, – აცხადებს ძნელაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნულ ვალუტაში შემოსავლის მქონე პირებისთვის 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეზღუდა. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება ემსახურება საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირება. ცვლილება 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
