საექსპორტო სომხური კონიაკი ისევ საქართველოშია დაყოვნებული – სომხური მედია

რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა, რომელთაც სომხეთიდან რუსეთში კონიაკი ექსპორტზე გააქვს, კვლავ რჩება საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ამ სატვირთოებმა მიიღონ გადაადგილების შესაძლებლობა — ამის შესახებ NEWS.am-ს სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ აცნობა.
„30-ზე მეტი სატვირთო უკვე გავიდა რუსეთში“ — განაცხადეს სამინისტროში.
გასულ კვირას სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ 50 დღის განმავლობაში საქართველოს გამშვებ პუნქტზე გაჩერებულ სატვირთოს, რომლებიც სომხურ კონიაკს ეზიდებოდნენ, მიეცათ ნებართვა საქართველოს საზღვრის გადაკვეთისა და ს ტერიტორიაზე შესვლისთვის. ამასთან, 72 სატვირთო კვლავ რჩება საქართველოში.
სომხური კონიაკის მწარმოებლები რეგულარულად ატარებენ საპროტესტო აქციებს იმ დაბრკოლებების წინააღმდეგ, რომლებიც სომხური საქონლის საქართველოს ტერიტორიის გავლით ექსპორტს ხელს უშლის. მათი თქმით, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებში გასატანი კონიაკი ექვემდებარება სპონტანურ ლაბორატორიულ შემოწმებებს, რაც იწვევს სერიოზულ დაგვიანებებსა და ფინანსურ დანაკარგებს.