საექსპორტო ავტომობილებზე ტრანზიტული ნომრის საფასური შესაძლოა, 370 ლარი გახდეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გარკვეულ მომსახურებებზე საფასური იზრდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.
კანონში “საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, საფასურების ზრდა ეხება მხოლოდ უცხო ქვეყნის დანიშნულებით საქართველოში ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გარე ტრანზიტული ნომრის გაცემის საკითხს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპორტი ან რეექსპორტი საქართველოდან ხდება.
კერძოდ, ტრანზიტული ნომრის გაცემისთვის საფასური განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, მოქმედი რედაქციით საფასურის განაკვეთი 50 ლარს შეადგენდა.
ვრცლად: www.bpn.ge