საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს დააკვირდება

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის ს დღეზე დაკვირვებას განახორციელებს.
„მრავალეროვანი საქართველოს“ ცნობით, არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდება 300 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით.
ამასთან, განმარტავენ, რომ არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, , თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი (შიდა ქართლი), მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), ისანი, სამგორი და კრწანისი (თბილისი).
„არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას გაუწევს „მრავალეროვანი საქართველო“ საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც იფუნქციონირებს როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ოფისი. ინციდენტების ცენტრი იმუშავებს საგანგებო რეჟიმში და მოკლევადიანი დამკვირვებლებისგან მიიღებს და დაამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას გაუწევენ პროგრამის იურისტები.
საკოორდინაციო ცენტრში თავმოყრილი სამონიტორინგო ხასიათის ინფორმაცია მედია ოფისის მეშვეობით პერიოდულად (10:00, 15:00, 21:00) გასაჯაროვდება ქართულ და ინგლისურ ენებზე რომლითაც შეფასდება საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის, ხმის მიცემის, საარჩევნო უბნების დახურვის, ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესი. გარდა აღნიშნულისა, 27 ოქტომბერს 11:00 სთ-ზე, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ გაავრცელებს არჩევნების დღის წინასწარ შეფასებას.
საკოორდინაციო ცენტრში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.
„მრავალეროვანი საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამა მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.
“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ნორვეგიის სამეფოსა და ს საელჩოების, ასევე ახალი დემოკრატიის ფონდისა (NDF) და ფონდ „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – უსამშობლო ადამიანები გახარებულები იყვნენ, ზღვისუბნის პარკში რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი რა მდგომარეობაშიაო – არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს

შალვა პაპუაშვილი – ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის – ათასობით ე.წ. დამკვირვებლის ფუნქცია საარჩევნო უბნებზე პანიკის ატეხა და ისტერიის შექმნა იქნება