საერთოდ არ მაინტერესებს რა ხდება “ნაცმოძრაობაში”, რაც მეტი იქნება დაპირისპირება შიგნით, მით უკეთესი ქვეყნის განვითარებისთვის – ირაკლი კობახიძე

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – ამჯერად მიზეზი ს მანიფესტია, რომელიც პარტიამ 23 ნოემბერს უნდა მიიღოს. “კურიერთან” ინტერვიუში, აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რადგან მისი შინაარსიც კი არ გააცნეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ რაც მეტი დაპირისპირება იქნება “ნაცმოძრაობაში” მით უკეთესი იქნება საარჩევნო შედეგისთვის.
“საერთოდ არ მაინტერესებს პრინციპში რა ხდება “ნაცმოძრაობაში”. ერთადერთი იმ კუთხით მაინტერესებს, რომ ეს პროცესები “ნაცმოძრაობას” მიიყვანს რეიტინგის კიდევ უფრო მეტად დაკარგვამდე. რაც მეტი იქნება დაპირისპირება “ნაცმოძრაობის” შიგნით, მით უკეთესი ჩვენი საარჩევნო შედეგისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის,” – აცხადებს ირაკლი .
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე “ნაციონალურ მოძრაობას” ანტიქართულ გაერთიანებას უწოდებს.
“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სხვა პრობლემა. აქ არ არის პრობლემა იმაში თუ ვინ არის ხელმძღვანელი, ვინ არის პოლიტსაბჭოში და ვინ არა. “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პრობლემა, რომ ის არის ანტიქართული გაერთიანება.
ლოიალური და ერთგული არის არა ქართველი ხალხის, არამედ საქართველოს საზღვრებს მიმართ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიმართ არის ლოიალური. ის, რაც ჩვენ ადრე ისტორიები ვიცოდით შადიმანების და ა.შ. ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, აღარ სჭირდება დიდი ჟამთააღმწერლები, რომ აღვწეროთ ის ღალატი, რომელსაც ისინი სჩადიან ყოველდღიურად საკუთარი ქვეყნის წინაშე. ანტიქართული გაერთიანება არის თავისი არსით, ამიტომ, რაც უფრო ერთად იქნება ეს ყველაფერი, მით უფრო დავაკვირდებით ერთობაში როგორ გამოიყურება ანტიქართული პოლიტიკა საქართველოში,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო – შემდეგ გამოჩნდა გვარდიაში სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა, როდემდე უნდა ეყაროსო