საერთაშორისო ჯილდო ირმა ნიორაძეს

პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძეს საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ქართველი მოცეკვავე დაჯილდოვდა როგორც მსოფლიო ქალი ლიდერი საბალეტო სფეროსა და კულტურულ-შემოქმედებითი მემკვიდრეობის შენარჩუნებაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.
ეს საერთაშორისო ჯილდო “ვინ ვინ არის” სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ და წარმატებულ პიროვნებებს აქვთ მიღებული.
ირმა ნიორაძე 35 წელია წარმატებულ საბალეტო კარიერას აგრძელებს, მან ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი დააარსა.