საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებულმა ანსამბლმა I ადგილი მოიპოვა

14-26 აგვისტოს ჩეხეთის რამდენიმე ქალაქში (ჩერვენი, კოსტელეცი და ლიპტალი) იუნესკოს ეგიდით ფოლკლორულ ანსამბლებს შორის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობდა მსოფლიოს 14 ქვეყნის (საქართველო, მექსიკა, კოლუმბია, ვენესუელა, შოტლანდია, იტალია, სერბეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ტაილანდი, ტაივანი, ინდოეთი, და ჩეხეთი) 17 ფოლკლორული ანსამბლი.
„საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლი I ადგილის მფლობელი გახდა (ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი – დავით უგრეხელიძე, ქორეოგრაფი – ინეზა კუპრეიშვილი, ლოტბარი – დავით რატიანი, ხელმძღვანელი, ცენტრის დირექტორი – ბადრი მაჭავარიანი). II ადგილი ჩეხეთს, ხოლო III ადგილი მექსიკას მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ანსამბლს დაარსებიდან 40 წელი უსრულდება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებულ ანსამბლს ამ დიდ წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია: წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს – ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით „ქართული ოცნებისგანაც” კი წარმოუდგენელია

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე – ეს არის იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაშია ჩართული, რომ თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება