საერთაშორისო ფესტივალი ZEG წელსაც გაიმართება – ვინ იქნებიან სპიკერები?

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება. სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი, რომელიც მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს, თბილისშ ი21-23 ივნისს ჩატარდება. ფესტივალის დეტალებზე „ქალების ნარატივში“ Impact HUB Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთევან ებანოიძემ ისაუბრა.