სომხეთის ქალაქ ატაშატში, კარფუშ მელიქიანის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.
10 წონითი კატეგორიიდან 8-ში ოქროს მედალს ქართველი სპორტსმენები დაეუფლნენ.
სამ წონაში სულაც ქართული ფინალი შედგა. საბოლოოდ ქართველმა სპორტსმენებმა 8 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები გახდნენ:
საბა მინდიაშვილი (45 კგ)
ნიკოლოზ მაჭარაშვილი (48 კგ)
გიორგი როსტომაშვილი (51 კგ)
ოთარ თუთარაშვილი (55 კგ)
აკაკი მაზმიშვილი (65 კგ)
რატი რევაზიშვილი (71 კგ)
ბადრი კვაშილავა (80 კგ)
ოთარი ბერიძე (110 კგ)
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ:
ტარიელ საათაშვილი (51 კგ)
გიორგი თედეშვილი (80 კგ)
ჯონი შაორშაძე (92 კგ)
მურთაზ ბაღდავაძე (110 კგ)
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები სომხეთში მწვრთნელებმა გია კვინიკაძემ და ოთარ თუშიშვილმა ჩაიყვანეს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/a34a4b77-37ea-4860-890c-a64f948fccdc_w1200_r1-DenJcz-300x169.jpeg)