საერთაშორისო ტურნირზე “ფარაონის თასი 2024“ ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა 6 მედალი მოიპოვეს

კაიროში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირი “ფარაონის თასი 2024 ” გაიმართა. ამ ტურნირში 16 ქვეყნის ტანმოვარჯიშე მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები: ნინო დათუნაშვილი, ლიზა კორძაძე, მიშელ არჯინაშვილი და პრეიუნიორების კატეგორიაში მილა შავლაძე იყვნენ.
ჩვენმა გოგოებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს და სხვადასხვა ხარისხის მედლები მოიგეს:
ლიზა კორძაძემ – ვერცხლის მედალი რგოლით ვარჯიშში და ბრინჯაოს მედალი ბურთით ვარჯიშში, ნინო დათუნაშვილმა – ვერცხლის მედალი გურზებით ვარჯიშში, 2011წ პრეიუნიორების კატეგორიაში მილა შავლაძემ მოიგო ორი ოქროს მედალი რგოლით და ბურთით ვარჯიშში, ასევე ვერცხლის მედალი გურზებით ვარჯიშში .
ეს ტურნირი გამოირჩეოდა იმით, რომ უფროსს ასაკში (სინიორებში) მონაწილეობდნენ პარიზი 2024-ს ოლიმპიელი ლიცენზიატები, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფური ვარჯიშების პროგრამაში, ამან ტურნირს განსაკუთრებული აზარტი შემატა.