საერთაშორისო ტურიზმი 2025 წლის პირველ ნახევარში 5%-ით გაიზარდა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურობა თითქმის 690 მილიონმა ტურისტმა განახორციელა, რაც თითქმის 5%-ით, ანუ 33 მილიონით მეტია გასულ წელთან შედარებით.
UN Tourism-ის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ტურისტული მოგზაურობების ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი აფრიკაში დაფიქსირდა – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პლუს 12%. ჩრდილოეთ აფრიკისა და საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ზრდა შესაბამისად პლუს 14% და 11% იყო.
ევროპამ ექვს თვეში დაახლოებით 340 მილიონი ტურისტი მიიღო, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 7%-ით მეტია 2019 წლის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.
ევროპაში ძირითადი ტურისტული მიმართულებები – საფრანგეთი და ესპანეთი – 5%-ით გაიზარდა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალია – პლუს 9% 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ხოლო შემომავალი ტურისტული ნაკადები პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ჩასვლის შემთხვევები 3%-ით გაიზარდა, რეგიონალური შედეგები კი არაერთგვაროვანია. ამგვარად, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ტურისტების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა, ცენტრალურ ამერიკაში – პლუს 2%-ით, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში ზრდა არ დაფიქსირებულა -სა და კანადაში ტურისტული მოგზაურობების შემცირების გამო. კარიბის ზღვის რეგიონშიც დაფიქსირდა მაჩვენებლების შემცირება, ნაწილობრივ მთავარი ტურისტული ბაზრის – აშშ-ს მხრიდან მოთხოვნის შემცირებით.
ახლო აღმოსავლეთში ტურისტების რაოდენობა წლის პირველ ნახევარში 4%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდამ 29% შეადგინა. როგორც UN Tourism-ში აღნიშნეს, ეს ყველა მაკრორეგიონს შორის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპია.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩამოსვლის მაჩვენებელი ამ პერიოდში 11%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდელი დონის 92%-ია.
ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიამ აჩვენა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მსოფლიოს სუბრეგიონებს შორის: წლის პირველ ნახევარში იქ ტურისტული ნაკადის ზრდა 20%-ით მეტი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორც UN Tourism-ში დააზუსტეს, ძირითად ტურისტულ მიმართულებებს შორის ტურისტული მოგზაურობების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა იაპონიასა და ვიეტნამში (პლუს 21%), მაროკოში (პლუს 19%), სამხრეთ კორეაში (პლუს 15%), მალაიზიასა და ინდონეზიაში (პლუს 9%), ასევე ჰონგ-კონგში, მექსიკასა და ნიდერლანდებში (პლუს 7%).
წყარო: interfax