საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ – სუს-ის გამოძიების მასალებზე

ირაკლი კობახიძის თქმით, ნებისმიერ საერთაშორისო სუბიქტს შეუძლია დაინტერესდეს სუს-ის მიერ კამიტის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებული გამოძებით, “ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე”.

“ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია, დაინტერესდეს ამ გამოძიებით, როგორც დოკუმენტაციის ნაწილში, ისე ნივთიერებების ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით არის საიდუმლო ეს გამოძიება, ასეთ საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე” – ამბობს .

2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც “ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ “კამიტი” უწოდა.”