საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში ქართველი მეცნიერების კვლევა გამოქვეყნდა

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროებში აკრედიტებულ, საერთაშორისო კვლევებს აქვეყნებს, ქართველი მეცნიერების კვლევა-სტატია გამოქვეყნდა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატიის თანაავტორი, ირინე ღამბაშიძე ავრცელებს.
“მრავალწლიანი დიდი შრომისა და გარჯის შემდეგ, 30 ოქტომბერს 16:00 საათზე ლონდონის დროით, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ natura – ში, რომელიც აქვეყნებს საუკეთესო რეცენზირებად კვლევებს ინტერდისციპლინური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ყველა სფეროში, ჩვენი დიდი გუნდის სტატია გამოქვეყნდა – სათაურით:
“The rise and transformation of Bronze Age pastoralists in the Caucasus”
სტატიაში მოცემულია ბოლო წლებში არქეოლოგიურ მასალებზე ჩატარებული გენეტიკური კვლევების შედეგები”, – წერს ღამბაშიძე.
“ბრინჯაოს ხანის კავკასიელი მესაქონლეების აღზევება და ტრანსფორმაცია” – ასეთი სათაური აქვს სტატიას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია Nature.Com-ის მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის.
სტატიაში ადრე, შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კავკასიური ტომების შესახებ, არქეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით მიღებული მასალებია განხილული.
“ლითონის რესურსებით მდიდარი კავკასიის რეგიონი და მისი შემოგარენი ბრინჯაოს ხანისა და უძველესი მესაქონლე ტომების ჩამოყალიბების გზაჯვარედინად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონს უდიდესი გავლენა ჰქონდა ევროპისა და აზიის შემდგომ განვითარებაზე, კვლავ გვრჩება კითხვები მათი მონადირულ-შემგროვებული წარსულისა და ექსპანსიონისტი, სტეპური, მობილური საზოგადოების ჩამოყალიბების შესახებ”.
სწორედ ამ კითხვებს სცემს პასუხებს ნაშრომი, რომელიც 6000 წლით დათარიღებული 28 არქეოლოგიური ძეგლის შესწავლას ეფუძნება.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…