საერთაშორისო სამართალი პრაქტიკულად აღარ არსებობს – მნიშვნელოვანია გადავიაზროთ, რა იყო ის პრობლემები, რამაც ეს მოიტანა და რა შეიძლება გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა

საერთაშორისო სამართალი პრაქტიკულად აღარ არსებობს – მნიშვნელოვანია გადავიაზროთ, რა იყო ის პრობლემები, რამაც ეს მოიტანა და რა შეიძლება გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა
მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ ერთხელ გადავიაზროთ, რა შეიძლება გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. უმრავლესობის დეპუტატი დელეგაციასთან ერთად პორტუგალიაში იმყოფება, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებმა და პარლამენტარებმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე უნდა იმსჯელონ.
„50 წელი სრულდება ჰელსინკის ფინალური აქტიდან, ანუ პერიოდიდან, რა პერიოდსაც ვიცნობთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების არსებობით. ამ 50 წლის განმავლობაში ასეთი გამოწვევების წინაშე არასდროს მდგარა საერთაშორისო სამართალი, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს სწორედ იმ ომების, დაპირისპირების და კონფლიქტების გამო, რასაც საქართველოს გარშემო ვხედავთ. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ კიდევ ერთხელ გადავიაზროთ, რა იყო სწორედ ის პრობლემები რამაც მოიტანა ეს პერიოდი და რა შეიძლება, გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას წელს პორტუგალია მასპინძლობს. ქალაქ პორტოში მსოფლიო ლიდერები და პარლამენტარები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.
პორტოში უკვე იმყოფება ქართული საპარლამენტო დელეგაცია. ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებენ მშვიდობის საკითხზე და მის მნიშვნელობასა და შენარჩუნების გზებზე. ამ კუთხით საქართველო ასამბლეის წევრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი