საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორი- “ემ თი ეი” და FIS-ი ერთი ოჯახია – ბაკურიანში მსოფლიო თასი იდეალურად ჩატარდა

,,ემ თი ეი” და FIS-ი ერთი ოჯახია – ბაკურიანში მსოფლიო თასი იდეალურად ჩატარდა,- ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, კლაუს ვალდნერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბაკურიანი და გუდაური შესანიშნავი ადგილია სკი კროსისთვის.
“ბაკურიანში ღონისძიება ძალიან, ძალიან კარგად ჩატარდა. გვქონდა იდეალური შეჯიბრი. ბაკურიანი და გუდაური შესანიშნავი ადგილია სკი კროსისთვის. ორივეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ზამთრის ყველა დისპციპლინისთვის. MTA-თან თანამშრომლობა იდეალურია. MTA-სა და FIS-ის შორის პროფესიული თანამშრომლობა მარტივად ხორციელდებოდა. ეს არის მეგობრობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ერთად დიდი ოჯახი ვართ”,- აღნიშნა ვალდნერმა.
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მსოფლიო თასის დაკვნითი ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ