საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი – ტურნირის ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან

გუდაურში “სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის ჩემპიონატი დასრულდა.
შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანელმა სპორტსმენმა შარლოტ ბენქსმა, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა კანადელმა სპორტსმენმა ელიოტ გრონდინმა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით, ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან.
“ გუდაურის „ივენთის“ ორგანიზებით ძალიან კმაყოფილები ვართ. მეორე დღეც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან. ინფრასტრუქტურაც მშვენიერია. ყველა ძალიან მონდომებული და ენთუზიაზმით სავსეა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთების პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა სეზონის საუკეთესო ღონისძიება იქნება”, – განაცხადა უვე ბეიერმა.
შეგახსენებთ, “სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის ჩემპიონატი 3-4 თებერვალს ჩატარდა.
შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი კი, ბაკურიანში, დიდველის არეალში 10-11 თებერვალს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას