საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საიუბილეო 20 წელი საქართველოში – უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია საერთაშორისო ვაჭრობასა და საქართველოში ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას უწყობს ხელს. სასტუმრო “ბილტმორში” გამართულ საიუბილეო ღონისძიებასა და გალა ვახშამს 200-ზე მეტი სტუმარი, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის მდივანი და ევროკავშირის ელჩი .