საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი – ომი ღაზას მოსახლეობას და ეკონომიკას ანადგურებს

ომი ღაზას მოსახლეობას და ეკონომიკას ანადგურებს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
„კონფლიქტი ღაზას ანგრევს და დასავლეთ სანაპიროს ეკონომიკაზე მძიმე ზემოქმედებას ახდენს, ასევე სირთულეებს უქმნის მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებს, ტურიზმისა და ენერგეტიკის ხარჯების გაზრდის ფონზე“, – განაცხადა გეორგიევამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ომის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, სერიოზულად განიხილავს ეგვიპტისთვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხების პროგრამის გაზრდას.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…