საერთაშორისო რეაქციები ვენესუელის არჩევნებზე

მსოფლიო ლიდერების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვებას და შედეგების სამართლიან შემოწმებას ითხოვს.
საარჩევნო საბჭოს (CNE) მიერ გამოცხადებული ოფიციალური მონაცემებით, 28 ივლისს ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხმების 51,2% მიიღო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა — 44,2%. მაშინ, როცა ეგზიტპოლები საპირისპირო მონაცემებს აჩვენებენ, ოპოზიცია არ ენდობა ოფიციალურ შედეგებს და გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აცხადებს.
არგენტინის პრეზიდენტმა მ ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მადუროს „დიქტატორი“ უწოდა და სთხოვა, ხელისუფლებიდან წასულიყო.
„არგენტინა არ აპირებს მორიგი თაღლითობის აღიარებას და იმედოვნებს, რომ შეიარაღებული ძალები ამჯერად დაიცავენ დემოკრატიას და სახალხო ნებას“, — თქვა მან.
BBC-ის თანახმად, ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი იყო პირველი უცხოელი მმართველი, რომელმაც საჯაროდ გამოთქვა ეჭვი CNE-ს მიერ გამოქვეყნებულ რიცხვებთან დაკავშირებით: „მადუროს რეჟიმმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული შედეგების დაჯერება რთულია“, — დაწერა მან X-ზე და დასძინა, რომ ჩილე არ აღიარებს არანაირ შედეგს, რომელიც არ არის გადამოწმებული.
-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა, რომ გამოცხადებული შედეგი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას ან ხმებს“. მან ასევე ხაზი გაუსვა ყველა ხმის სამართლიანად და გამჭვირვალედ დათვლისა და ოპოზიციისთვის შესაბამისი ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობას.
X-ზე გამოეხმაურა ს შედეგების ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი:
„ვენესუელის მოსახლეობამ მშვიდობიანად და დიდი რაოდენობით ხმა მისცა თავისი ქვეყნის მომავალს. მათ ნება პატივისცემას იმსახურებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ შორის ხმების დეტალური დათვლა და საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ჩანაწერების ხელმისაწვდომობა“.
კენჭისყრის შედეგების უმოკლეს ვადაში გადამოწმებისა და დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდა კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის გილბერტო მურილომ.
„ტრიუმფს ვერ აღიარებ, თუ არ ენდობი ფორმებს და მის მისაღწევად გამოყენებულ მექანიზმებს“, – განაცხადა ურუგვაის პრეზიდენტმა ლუის ლაკალე პომ.
პერუმ კარაკასიდან თავისი ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის და დაგმო ვენესუელის მთავრობის „თაღლითობა“ და საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევები.
კოსტა რიკის პრეზიდენტმა როდრიგო ჩავესმა თაღლითობად შეაფასა და კატეგორიულად უარყო ნიკოლას მადუროს ვენესუელას პრეზიდენტად გამოცხადება.
„ჩვენ ვიმუშავებთ კონტინენტის დემოკრატიულ მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველვყოთ ვენესუელელი ხალხის წმინდა ნების პატივისცემა“, — განაცხადა ჩავესმა.
არჩევნების ოფიციალური შედეგები უარყო პანამამაც.
გამჭვირვალობა და ოქმების გამოქვეყნება მოითხოვეს ესპანეთმა და იტალიამ. გაერთიანებულმა სამეფომ შეშფოთება გამოთქვა დარღვევებთან დაკავშირებული ცნობების გამო.
ვენესუელის არჩევნების ოფიციალური შედეგები ეჭვქვეშ არ დაუყენებია კრემლს. პუტინმა მადუროს „გულითადი მილოცვა“ შეუთვალა და ვენესუელასთან სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი.
„გახსოვდეთ, რომ რუსულ მიწაზე ყოველთვის მისასალმებელი სტუმარი ხართ“, — მიმართა პუტინმა მადუროს.
ვენესუელის ლიდერმა მილოცვები მიიღო ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა კუბა, ჰონდურასი, ნიკარაგუა, ჩინეთი, ირანი და კატარი.
მადურომ, რომელიც კენჭისყრის შემდეგ საპრეზიდენტო სასახლეში გამოცხადდა, განაცხადა, რომ მესამე ვადით მისი არჩევა „მშვიდობისა და სტაბილურობის ტრიუმფია“. მისი გამარჯვების აღსანიშნავად კარაკასში ფეიერვერკები გაუშვეს და პრეზიდენტის სასახლის თავზე განათებული დრონებით მადურო გამოსახეს.