საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა სანქციები მოუხსნა რუსეთსა და ბელარუსს

27 სექტემბერს საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა (IPC) გადაწყვიტა, გაეუქმებინა სა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული ნაწილობრივი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა 2022 წელს რუსეთის ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
27 სექტემბრის ეს გადაწყვეტილება, რომელიც სეულში IPC-ის გენერალურ ასამბლეაზე იქნა მიღებული, რუს და ბელარუს სპორტსმენებს უფლებას მისცემს, 2026 წელს მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში გასამართ ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე ეროვნული დროშებით იასპარეზონ.
თუმცა, ზამთრის სპორტის ექვს სახეობაში, გადაწყვეტილება, დაუშვან თუ არა რუსეთი და ბელარუსი პარაოლიმპიურ შეჯიბრებებში, საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციებმა უნდა მიიღონ.
ოლიმპიადაზე დასაშვებად სპორტსმენებს უნდა ჰქონდეთ მოქმედი ლიცენზია 2025/26 წლების სეზონისთვის თავიანთი საერთაშორისო ფედერაციებიდან პარასამთო-სათხილამურო სრიალში, პარათხილამურებით სრიალში, პარასნოუბორდში, პარაბიატლონში, პარა-ყინულის ჰოკეიში და კერლინგში ( ეტლებით) .
საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს მილანისა და კორტინა დ’ამპეცოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ნება დართო იმ პირობით, თუ ისინი ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ და ნეიტრალიტეტის მოთხოვნებს დაიცავენ.
ფორუმი