საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოვუწოდებ – შეიძლება კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს, უნდა შეეშვათ ასეთი “ენჯეოშნიკების” დაფინანსებას

საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოვუწოდებ – შეიძლება კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს, უნდა შეეშვათ ასეთი “ენჯეოშნიკების” დაფინანსებას
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, მ კომენტარი გააკეთა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მიღებულ თანხებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის იყენებენ.
ზარქუას განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი დაფინანსება რადიკალურმა ოპოზიციამ ბოროტად გამოიყენა.
“საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, მათ შორის საელჩოებსაც – შეიძლება თქვენ კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ ნახეთ, რომ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს. ხომ ნახეთ, საზოგადოებამ არ მიიღო, არ დაუდგა გვერდით, ასე რომ, უნდა შევეშვათ ასეთი “ენჯეოშნიკების” დაფინანსებას, რომელიც მათ შორის, არა ჩვენს წინააღმდეგ, არამედ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზეც იქონიებს მავნებლურ გავლენას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
Next: ადრე ამას სააკაშვილი ადეიშვილის ხელმძღვანელობით ერთპიროვნულად აკეთებდა

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ