საერთაშორისო მედია: ირანმა დაიწყო აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა ახლო აღმოსავლეთში

“როიტერსის” ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის მოლოდინში, 23 ივნისს საღამოს, ერაყში აქტიური მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა.
სააგენტოები იუწყებიან, რომ კატარის დედაქალაქ დოჰას თავზე აფეთქებების ხმა ისმის. “ფრანს პრესის” რეპორტიორების ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქება იყო, მათ შორის – დოჰას ცენტრსა და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. აფეთქებებზე იუწყება “ასოშიეიტედ პრესიც”.
“აქსიოსის” ცნობით, რომელიც ს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეყრდნობა, ირანმა ექვსი რაკეტა გაისროლა დოჰას მიმართულებით. ისინი აგრეთვე აცხადებენ, რომ ირანმა რაკეტები ესროლა ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებსაც.
-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნის თანახმად, თეთრი სახლი და თავდაცვის დეპარტამენტი ფლობდნენ ინფორმაციას კატარში მდებარე ალ-უდეიდის ბაზის მიმართ არსებულ საფრთხეებზე და ინტენსიურად ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარებას.
“ფოქს ნიუსიც” იუწყებოდა, რომ კატარში მდებარე ალ-უდეიდის ბაზაზე თავდასხმა გარდაუვალი იყო. ირანის იგივე გეგმაზე ავრცელებდა ცნობას “ბიბისიც”.
გასულ კვირაში გამოცხადდა, რომ აშშ-მა აღნიშნული ბაზიდან გაიტანა ტექნიკა და გაიყვანა სამხედროები.
ორშაბათსვე კატარმა გამოაცხადა საჰაერო სივრცის დროებით ჩაკეტვის შესახებ. მანამდე კი აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებმა თავიანთ მოქალაქეებს კატარის დატოვებისკენ მოუწოდეს.
ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზაა ახლო აღმოსავლეთში. ეს ბაზა აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო ბაზის ფუნქციას ასრულებს და იქ დაახლოებით ათი ათასი ამერიკელი სამხედრო მსახურობს.
ფორუმი