საერთაშორისო კონკურსში – SAGE Georgia 2025, რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს, ფინალისტები გამოვლინდნენ

SAGE Georgia 2025-ის ფინალისტები გამოვლინდნენ – საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსში 30 ქვეყანათა შორის და ასევე წელს მასპინძლობს მსოფლიო ფინალს SAGE World Cup 2025-ს!, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, კონკურსის შესარჩევი ტურები ფოთში, ქუთაისში, თბილისში, თელავსა და ბათუმში ჩატარდა.
გამარჯვებული გუნდები კი არიან: Micro2Macro (თბილისი, პირველი ადგილი), AthleTrack (ქუთაისი, მეორე ადგილი), Fogy Bag (თბილისი, მესამე ადგილი).
„SAGE Georgia (www.sagegeorgia.ge) საერთაშორისო დონის პლატფორმა და გლობალური ქსელის ნაწილია (Students for the Advancement of Global Entrepreneurship), რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმეობის გზით და ანტერპრენერული აზროვნებით. პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებს შეიმუშაონ ინოვაციური და მდგრადი ბიზნეს პროექტები, რომლებიც რეალურ საზოგადოებრივ სარგებელს ქმნიან. პლატფორმა აერთიანებს ახალგაზრდა ინოვატორებს, მეწარმეებს და სტარტაპებს.
ინოვაციური სწავლებისა და ახალგაზრდების გაძლიერების ასოციაციის (ELYEA) ორგანიზებით, გაიმართა SAGE Georgia 2025-ის ფინალი, რომელმაც გააერთიანა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნიჭიერი ახალგაზრდები (14 დან 19 წლის ჩათვლით) ინოვაციების, მეწარმეობისა და სოციალური პასუხისმგებლობის კონკურსზე.
ეროვნული ფინალის ორი გამარჯვებული გუნდი წარადგენს საქართველოს 2025 წლის სექტემბერში SAGE-ის მსოფლიო ფინალში, რომლის მასპინძელიც წელს საქართველოა. SAGE-ის მსოფლიო ფინალში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და ესტუმრება საქართველოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გამარჯვებული გუნდებია: პირველი ადგილი – Micro2Macro (თბილისი); მეორე ადგილი – AthleTrack (ქუთაისი); მესამე ადგილი – Fogy Bag (თბილისი).
„მონაწილე ახალგაზრდების ენერგია, კრეატიული ხედვა და მოტივაცია შთამბეჭდავია. ვამაყობთ ყველა გუნდით და გვჯერა, რომ ჩვენი ფინალისტები ღირსეულად წარადგენენ საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე. SAGE Georgia არაჩვეულებრივი პლატფორმაა ახალგაზრდებისთვის, რათა განავითარონ თავიანთი სამეწარმეო უნარები და შექმნან ბიზნესები რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ მსოფლიოზე,“ – აღნიშნა ინოვაციური სწავლებისა და ახალგაზრდების გაძლიერების ასოციაციის СEO-მ და SAGE Georgia-ს დირექტორმა, მარიკა კლდიაშვილმა.
ორგანიზატორების ინფორმაციითვე, კონკურსი მოსამზადებელ ეტაპს გულისხმობდა, ახალგაზრდები გაერთიანდნენ გუნდებში, შეარჩიეს მენტორი, SAGE Georgia სრული უზრუნველყოფით გაიარეს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებებით როგორიც არის ბიზნეს მოდელის ფორმირება, გუნდის ორგანიზება და მართვა, კომუნიკაცია, ბიუჯეტირება და საგადასახადო საკითხები, ა.შ. ასევე, მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში მათ მოამზადეს პროტოტიპები (ზოგ შემთხვევაში საბოლოო პროდუქტიც კი), ჩაატარეს კვლევები, შეიმუშავეს ორგანიზაციული სტრუქტურა და ბიზნეს პროცესები.
„კონკურსის შესარჩევი ტურები ჩატარდა ფოთში, ქუთაისში, თბილისში, თელავში, ბათუმში. შესარჩევ ტურში მათ წარადგინეს საკუთარი ბიზნეს, სოციალური მეწარმეობის პროექტები და ხედვა თუ როგორ შეუძლიათ აქტუალური პრობლემების გადაჭრა. ფინალისტების შერჩევისას შეფასდა არა მხოლოდ ბიზნესმოდელი, არამედ იდეის გავლენა გარემოზე და საზოგადოებაზე, მდგრადობა და ინოვაციური მიდგომები. მიღებული განმავითარებელი უკუკავშირის საფუძველზე.
SAGE Georgia 2025-ის ფინალისტები: 1. EcoByte – PlantUp არის ინოვაციური, კომპაქტური და სენსორებით აღჭურვილი მოწყობილობა, რომელიც დაფუძნებულია ს ტექნოლოგიაზე. მომხმარებლებს აწვდის განახლებულ, ზუსტ და სასარგებლო ინფორმაციას მცენარეების ჯანმრთელობის შესახებ;
· AthleTrack – პლატფორმა რომელიც აერთიანებს მომხმარებლის ფიზიკურ მონაცემებს და ქმნის მორგებულ ვარჯიშებსა და კვების გეგმებს -ის გამოყენებით. პლატფორმა არის აღჭურვილი სმარტ ტანსაცმლით რომელიც მომხმარებლის ფიზიკურ მდგომარეობას აკონტროლებს რეალურ დროში;
· The Reading Circle – Shelf Swap არის პლატფორმა მომხმარებლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ გამოაქვეყნონ წიგნები, რომელთა გაყიდვა, გაცვლა ან ძალიან დაბალ ფასად გაცემა სურთ;
· ალქიმია – Parkription პლატფორმა საპარკინგე ადგილების დასაჯავშნად. AquaVision – წყლის შემგროვებელი ნისლის ბადეები, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა ნისლში დამალული წყლის რესურსების შესაგროვებლად;
· Micro2Macro – EduBridge პლატფორმა რომელიც საქართველოში ყველა სტუდენტისთვის თანაბარი შესაძლებლობების აძლევს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ახალგაზრდულ აქტივობებში და დააჩქარონ მათი პიროვნული განვითარება;
· Kakadu – KALAPPO კარიერული დაგეგმარების და განვითარების პლატფორმა სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის;
· EarthRealm – EcoQuest გეიმიფიკაციაზე დაფუძნებული ინოვაციური სმარტფონის აპლიკაცია, რომელიც შექმნილია მოხალისეების დასაკავშირებლად მათ რეგიონებში არსებულ დასუფთავების აქტივობებთან.იყენებს ინტერაქტიურ რუკას და ქულებზე დაფუძნებულ ჯილდოს სისტემას, რათა ნარჩენების შემცირება ხელმისაწვდომი და საინტერესო გახადოს;
· Foggy Bag – მსოფლიოში პირველი ზურგჩანთა, რომელიც სპეციალური დანამატებისა და ფილტრის საშუალებით 1 მეტრის რადიუსზე წმენდს ჰაერს;
ეროვნული ფინალის ღონისძიება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) ჩატარდა. ღონისძიების გენერალური პარტნიორი არის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ხოლო ოქროს სპონსორი – კომპანია “ალტა”. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საჩუქრები გადასცენ კომპანია ავერსი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინედუ პლატფორმამ და ქალი მეწარმეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
გარდა ამისა, SAGE Georgia ინიციატივით ამოქმედდა პლატფორმა ‘მეწარმეები მეწარმეებისთვის’, რომელიც დაეხმარება უკვე გამოცდილ მეწარმეებს ცოდნის, გამოცდილების და სხვა რესურსების გაზიარებაში ახალგაზრდა მეწარმეებთან და ინოვატორებთან,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.