საერთაშორისო კანონმდებლობით, ელჩს ეკრძალება მასპინძელ ქვეყანაში ადგილობრივი პოლიტიკოსისგან სახლის/ბინის ქირაობა, გერმანელი დიპლომატი, პეტერ ფიშერი კი ხაზარაძეების მდგმურია. ისიც უცნობია გააფორმა თუ არა გერმანის ელჩმა შესაბამისი ხელშეკრულება

საერთაშორისო კანონმდებლობით, ელჩს ეკრძალება მასპინძელ ქვეყანაში ადგილობრივი პოლიტიკოსისგან სახლის/ბინის ქირაობა, გერმანელი დიპლომატი, პეტერ ფიშერი კი ხაზარაძეების მდგმურია. ისიც უცნობია გააფორმა თუ არა გერმანის ელჩმა შესაბამისი ხელშეკრულება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში “კურიერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია რომ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ბინას “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს – უცნობია გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საერთაშორისო კანონმდებლობით, ელჩს ეკრძალება მასპინძელ ქვეყანაში ადგილობრივი პოლიტიკოსისგან სახლის/ბინის ქირაობა, გერმანელი დიპლომატი, პეტერ ფიშერი კი ხაზარაძეების მდგმურია.
ისიც უცნობია გააფორმა თუ არა გერმანის ელჩმა შესაბამისი ხელშეკრულება. „საერთაშორისო კანონმდებლობით, ელჩს ეკრძალება მასპინძელ ქვეყანაში ადგილობრივი პოლიტიკოსისგან სახლის/ბინის ქირაობა, გერმანელი დიპლომატი, პეტერ ფიშერი კი ხაზარაძეების მდგმურია. ისიც უცნობია გააფორმა თუ არა გერმანის ელჩმა შესაბამისი ხელშეკრულება. ეს სრული ანომალიაა! ასეთ აკრძალვებს რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს: ინტერესთა კონფლიქტი; დიპლომატიური ნორმები; უსაფრთხოების საკითხები; აღქმა – დიპლომატიური მისიები ძალიან მგრძნობიარენი არიან საზოგადოების აღქმებში. მაშინაც კი, თუ შეთანხმება კანონიერია. ამან შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური დაპირისპირება ან ჟურნალისტური გამოძიება. უპრიანი იქნება თუკი გერმანული მედიაც დაინტერესდება მამუკა ხაზარაძის მეუღლის, ირინა ხაზარაძისა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანი ურთიერთობით უძრავი ქონების ქირავნობასთან დაკავშირებით.“ – წერს აბაშიძე.
Previous: პოლიციამ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას