საერთაშორისო თანამეგობრობას და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებს მოვუწოდებ, რომლებსაც არ დაუგმიათ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. , დაგმონ „არჩევნები“ და უკანონოდ გამოაცხადონ

საერთაშორისო თანამეგობრობას და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებს მოვუწოდებ, რომლებსაც არ დაუგმიათ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. , დაგმონ „არჩევნები“ და უკანონოდ გამოაცხადონ
„პარლამენტის სახელით ვგმობთ შაბათს, აფხაზეთში, ე.წ. არჩევნების ჩატარებას, ვინაიდან ნებისმიერი აქტი, ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, მანამ სანამ საქართველოს იურისდიქცია სრულად არ არის აღდგენილი და ვიდრე არ არის დეოკუპირებული, არის უკანონო. შესაბამისად, ე.წ. არჩევნებიც არის უკანონო“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას და იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები არ დაუგმიათ, დაგმონ და უკანონოდ გამოაცხადონ.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა