საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია “ნაცმარიონეტებითურთ” დისტოპიურ სურათს ხატავს – ევროკომისიის ანალიტიკოსების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია

საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია “ნაცმარიონეტებითურთ” დისტოპიურ სურათს ხატავს – ევროკომისიის ანალიტიკოსების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია
ტენდენცია უცვლელია – საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია ნაცმარიონეტებითურთ ხატავს დისტოპიურ სურათს, იმავე ევროკომისიის ანალიტიკოსების და არა ჩინოსნების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოავლინა, რომელშიც პირველ ადგილზე გავიდა, რომელსაც “ევროკრატები” თვალთმაქცურად აქებენ, ჩამონათვალში მოხვდა მოლდოვაც, რომელიც, აბაშიძის თქმით, მესამე ადგილზეა.
“ტენდენცია უცვლელია – საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია ნაცმარიონეტებითურთ ხატავს დისტოპიურ სურათს, იმავე ევროკომისიის ანალიტიკოსების და არა ჩინოსნების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია. ამასწინდელი ტრაგიკომიკური მცდელობა, რომ საქართველოს კიდევ სხვა ინდიკატორებში გაუმჯობესება თითქოს არ იყო ბრიუსელის შეფასება, მაგრამ მის ოფიციალურ გვერდზეა მისივე დაკვეთით, ისეთივე ოქსიმორონია, როგორც თაღლითი მამუკა ხაზარაძის ხალხოსნობა.
ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 67% მიიღო, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
კორუფციის არარსებობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს: იტალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მალტას, კვიპროსს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს
კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოავლინა. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე გავიდა [რა თვალთმაქცურად აქებენ მას ევროკრატები ე.წ. რეფორმატორობის გამო], მეორეზე ალბანეთი, ევროპაში მესამე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა. რაც შეეხება რუსეთს, ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების რეიტინგში ის სერბეთის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს.” – წერს გია აბაშიძე.
Previous: „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში