საერთაშორისო დამკვირვებელი ლუის უბირე-ეჩებარია აპალატეგი: საქართველო რჩება ერთგული დემოკრატიული ს ჩატარებისადმი თავისუფალ, უსაფრთხო, სტაბილურ, კონკურენტულ გარემოში, ისევე, როგორც დანარჩენი ევროპის დემოკრატიული ქვეყნები

საერთაშორისო დამკვირვებელი ლუის უბირე-ეჩებარია აპალატეგი: საქართველო რჩება ერთგული დემოკრატიული ს ჩატარებისადმი თავისუფალ, უსაფრთხო, სტაბილურ, კონკურენტულ გარემოში, ისევე, როგორც დანარჩენი ევროპის დემოკრატიული ქვეყნები
საერთაშორისო დამკვირვებელი, ესპანეთის სენატის წევრი ლუის უბირე-ეჩებარია აპალატეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აფასებს.
„ადამიანები ჩვეულებისამებრ იღებენ მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში. აქ არიან პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ისინი, ვინც ხალხს ხმის მიცემაში ეხმარებიან, ძალიან კარგად მუშაობენ. მე ვფიქრობ, რომ საქართველო რჩება ერთგული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისადმი თავისუფალ, უსაფრთხო, სტაბილურ, კონკურენტულ და წარმატებულ გარემოში, ისევე, როგორც დანარჩენი ევროპის დემოკრატიული ქვეყნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა ლუის უბირე-ეჩებარია აპალატეგმა.
საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი