საერთაშორისო დამკვირვებელი ისტვან ჰოლიკი: საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია – პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი

საერთაშორისო დამკვირვებელი ისტვან ჰოლიკი: საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია – პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი
მთელი საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა, – აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი, უნგრეთის პარლამენტის წევრი ისტვან ჰოლიკი, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ს მიმდინარეობას აკვირდება. იგი აფასებს ელექტრონული ხმის მიცემის მოწყობილობებსაც.
„მეცხრე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებით, მთელი პროცედურა ძალიან გამჭვირვალეა, პროცესი მაღალი სიზუსტით არის ორგანიზებული. მთელი საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია. თუკი ხმის მიცემის ეს ელექტრონული მოწყობილობები კარგად მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა არჩევნებზე, ვფიქრობ, ისინი კარგად იმუშავებს ქართველი ხალხისთვისაც. ამ საარჩევნო სისტემით მთელი პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი“, – განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა.
საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება