საერთაშორისო დამკვირვებელი – გვეუბნებიან, რომ აქტივობა ძალიან მაღალია, რაც ძალიან კარგია შედეგების ლეგიტიმურობისთვის

გვეუბნებიან, რომ აქტივობა ძალიან მაღალია, რაც ძალიან კარგია შედეგების ლეგიტიმურობისთვის, – ამის შესახებ უნგრელმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელმა, ანდრას აურელ ლასზლომ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„გვეუბნებიან, რომ აქტივობა ძალიან მაღალია, რაც ძალიან კარგია შედეგების ლეგიტიმურობისთვის. ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივი დამკვირვებლების წარმომადგენლებს, ვესაუბრეთ საარჩევნო პერსონალს, ვესაუბრეთ ამომრჩევლებს, ყველაფერი ძალიან მშვიდია, ყველაფერი ძალიან ორგანიზებულია, რაც ძალიან კარგია და ასევე, ვიკითხეთ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის შესახებაც. ყველა ბედნიერად გამოიყურება, ყველა დარწმუნებული ჩანს კენჭისყრის შედეგების სანდოობაში და ეს ძალიან კარგი დღეა საქართველოსთვის. რაც დღეს რამდენიმე ადამიანთან საუბრის შედეგად გავიგეთ, არის ის, რომ საქართველოში სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მაგრამ, რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში ვაგრძელებთ მუშაობას, მივდივართ სხვადასხვა უბნებზე. ჩვენ ვესაუბრეთ ხალხს, ვესაუბრეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვესაუბრეთ ამომრჩევლებს და ვხედავთ, რა ხდება, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან პოზიტიურია და ამან კარგი არჩევნების, სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ეს ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანდრას ლასზლომ.

ასევე დაგაინტერესებთ