“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ქეთევან შოშიაშვილის სტატუსზე – თანამშრომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ქეთევან შოშიაშვილის სტატუსზე – თანამშრომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ
თანამშრომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ – ასე პასუხობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ორგამიზაციის თანამშრომლის და “სირცხვილია”-ს აქტივისტის, ქეთევან შოშიაშვილის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსზე დასმულ კითხვას. ”
საერთაშორისო გამჭვირვალობაში” ამბობენ, რომ თანამშრომლის პირად მოსაზრებებზე ორგანიზაცია არასოდეს არავისთან არ აკეთებს კომენტარს.
“თანამშრომლის პირად მოსაზრებებზე ორგანიზაცია არასოდეს არავისთან არ აკეთებს კომენტარს, თანამარომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ” – განუცხადეს “ქრონიკას” ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსმა მკვლევარმა და „სირცხვილიას“ აქტივისტმა, ქეთი შოშიაშვილმა სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთა გააკრიტიკა. “ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა ს შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ” – წერდა ქეთევან შოშიაშვილი X-ზე. მოგვიანებით შოშიაშვილმა სტატუსი წაშალა.

ასევე დაგაინტერესებთ