„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა ს დაკვირვებას.
ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე უკანონოდ დაგვეკისრა.
უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ