საერთაშორისო ბანაკი ათენში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, ს სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ათენის მერიისა და მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, ათენში საერთაშორისო ბანაკი განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბანაკში მონაწილეობა მიიღო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს და აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის სხვადასხვა პროექტებში წარმატებით მონაწილე 50-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ.
პროექტის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ბანაკის მონაწილეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახალისო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში, მათ შორის, ბერძენ თანატოლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, ათენის ბანაკების ფესტივალში, მოაწყვეს საქართველოსთვის მიძღვნილი საღამო. მოინახულეს მსოფლიოს საპატრიარქო რეზიდენცია, წმინდა ეფრემ მკურნალის ტაძარი, ათენის მერია, მარათონის მუზეუმი და ათენის აკროპოლისი.
„დიდ მადლობას ვუხდი ათენის მერიას, მსოფლიო საპატრიარქოს, სს – ,,მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ და საერთაშორისო ბანაკის ყველა მხარდამჭერს, რომელთა თანადგომითა და დახმარებითაც ათენში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი განვახორციელეთ.
ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ცოდნის მიცემა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ძლიერი, განვითარებული და ღირსეული წარმომადგენლები.
მინდა პროექტში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მივმართო და ვუთხრა, რომ თქვენ ხართ ლიდერები. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება, სიძლიერე, რათა ერთიანი საქართველოს ძლიერი მომავალი ერთად შევქმნათ.
გისურვებთ წარმატებებს და მიხარია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებებით კიდევ უფრო ძლიერები, უფრო წარმატებულები ხდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელოთ და ჩვენ შევეცდებით, რომ ბევრი შესაძლებლობა მოგცეთ ამისთვის“ – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?