საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა. ერთკვირიან ჭრილში ნედლი ნავთობის ღირებულების 3%-იანი კლების შემდეგ, ფასმა 1 ბარელზე 80$-მდე დაიკლო, ამერიკული West Texas Intermediate (WTI) კი, ნავთობის ფასი 74.65$-მდე დაეცა, რაც 8%-ით ნაკლებია წინა თვის საშუალო ფასთან შედარებით. ოქტომბერში ნავთობის ფასი საშუალოდ 90.78$-ს შეადგენდა.
საერთაშორისო ბირჟებზე მკვეთრადაა შემცირებული ბუნებრივი აირის ფასებიც. დღიური 4.3%-იანი კლების შემდეგ ბუნებრივი აირის ფასი 2.7$-ია, რაც 18.5%-ით ნაკლებია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან.
ენერგორესურსებზე ფასების კლება, სავარაუდოდ, OPEC+-ის წევრი ქვეყნების მიერ დანიშნული შეხვედრის 30 ნოემბრამდე გადადებას უკავშირდება შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ბაზარზე მიწოდებული ნავთობის რაოდენობაზე უნდა იმსჯელონ.
OPEC-ის წევრი სახელმწიფოების ნაწილის მიერ მიწოდებული ნავთობის რაოდენობის უცვლელად დატოვების მოთხოვნის პარალელურად, მის შემცირებას ითხოვს რუსეთი და საუდის არაბეთი, რომლებიც მიწოდების შემცირებით ფასების ზრდას იმედოვნებენ.