საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ომარ ფხაკაძე, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რუანდის დედაქალაქ კიგალში, სადაც გაიმართა მსოფლიო ველოსპორტის ფედერაციის (UCI) საპრეზიდენტო არჩევნები.
აღსანიშნავია, რომ ევროპიდან წარმოდგენილი 50 დელეგატიდან ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 15 დელეგატს გააჩნდა. მათ შორის არჩეული იყო საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის და ეროვნული ფედერაციის პოზიციას, როგორც ღირსეულ და სანდო პარტნიორს საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებაში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ომარ ფხაკაძემ მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები გამართა ახლად არჩეულ მსოფლიო ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ დავიდ ლაპარტიენტთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ველოსპორტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები,განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სუფთა სპორტზე, (დოპინგთან ბრძოლა)საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გზები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ომარ ფხაკაძის შეხვედრა მონაკოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან, მონაკოს პრინცთან, ალბერ II გრიმალდთან. საუბარი შეეხო სპორტული დიპლომატიის მნიშვნელობას, ველოსპორტის პოპულარიზაციის გზებსა და საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას.
ვიზიტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა შეხვედრები მსოფლიო ველოსპორტის სახელგანთქმულ ვარსკვლავებთან. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების სპორტში ჩართვის ხელშეწყობაზე, ველოსპორტის განვითარების პროგრამებზე და საქართველოს როგორც რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბების პერსპექტივებზე.
აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს ველოსპორტის საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებაში და ჩვენს ქვეყანას უხსნის ახალ შესაძლებლობებს მსოფლიო სპორტულ ოჯახში ღირსეული ადგილის დაკავებისათვის.
საქართველოს ველოსპორტის ფედერაცია
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ვუელტას ველომარათონი კრის ფრუმმა მოიგო
