საელჩო: პატივს მივაგებთ, ვინც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო იმსხვერპლა

საფრანგეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეროვნული ერთიანობის დღის წინა საღამოს, პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, ვინც საბჭოთა არმიამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა.
“ეროვნული ერთიანობის დღის წინა საღამოს, საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა. საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.