საელჩო: მაკრონმა სინანული გამოთქვა კანონების გამო, რომლებიც ევროპული ტრაექტორიიდან გაშორებთ

საფრანგეთის საელჩო, პრეზიდენტ სა და ს შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მაკრონმა იმ ნეგატიურ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოხდა – მათ შორის მან ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონებზეც [რუსული კანონი და ჰომოფობიური კანონი] ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით სინანული გამოხატა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ “ეს ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას”.

“რესპუბლიკის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა, მიესალმა ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რის გამოც ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა საქართველოში. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა, გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით დააკვირდება იმ პირობებს, რომლებშიც ჩატარდება საარჩევნო კამპანია და 2024 წლის 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ