საელჩო: კობახიძის მიწვევა ანტიდემოკრატიული ქმედებებისადმი მზარდი შეშფოთების გამო გაუქმდა

საქართველოში -ის საელჩო ფორმულას კითხვის პასუხად განმარტავს, რატომ გაუუქმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრემიერმინისტრს ს მიღებაზე მიწვევა.
საელჩოში ამბობენ, რომ მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის მიმართ მზარდი შეშფოთებაა.
“ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერმინიტრს კობახიძის მიწვევა გაეროს ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და აშშ-სა და დასავლეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის მიმართ მზარდი შეშფოთების გამო”, – აცხადებენ საელჩოში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან ირაკლი ამოიღო. ბაიდენი მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს 25 სექტემბერს უმასპინძლებს.