საელჩო: ამერიკელი სამხედროების 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ -ის მონაწილეობა 26 მაისს მთავრობის ღონისძიებაში გაუქმდა მმართველი პარტიის მიერ ამერიკის შესახებ იმ ცრუ ნარატივების გავრცელების ფონზე, რომელიც 29 აპრილს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა.
აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მტლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დარუბდეს ევროატლანტიკურ გზას:
„შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და სურს, რომ საქართველო მტკიცედ იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ამ გზას,“ — აცხადებენ საელჩოში.
ცნობა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამხედრო კომპონენტში აშშ-ის მონაწილეობა ს სიტყვით გამოსვლისას გაჟღერებული განცხადებების გამო გაუქმდა, თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.
29 აპრილს მმართველმა პარტიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე შეკრება გამართა. ღონისძიებაზე დასასწრებად „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეები, ძირითადად საჯარო მოხელეები, რეგიონებიდანაც ჩამოიყვანა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს ზემდგომი პირები ავალებდნენ აქციაში მონაწილეობას.
ხელისუფლების ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომლის გამოსვლაც ანტიდასავლური გზავნილებით იყო გაჯერებული.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და ა.შ.
“ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც მის ჩართვას ცდილობს ომში.
ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით.
რა თქვა ივანიშვილმა 29 აპრილის აქციაზე ვრცლად წაიკითხეთ: ივანიშვილის ანტიდასავლური გზავნილები კონტრაქციაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას – ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია, მძევლად ჰყავს აყვანილი

თამარ კორძაია – ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს სააპელაციო სასამართლო მიიღებს, იქნება იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია