საელჩოში ადასტურებენ, რომ „ყაზბეგის“ საბაჟოზე სკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა

„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რენტგენოსკანერის მონტაჟი -ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა. ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა.
„საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე,“ აცხადებენ საელჩოდში.
2023 წლის 19 აპრილს აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის (EXBS) ფარგლებში შემოსავლების სამსახურს რენტგენოსკანერი გადაეცა.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის,“ – წერია თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
სკანერი, რომელიც ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო ვერ დამონტაჟდა, უკვე არის განთავსებული ქუთაისისა და ს საერთაშორისო აერპორტებში. ამ სკანერების მნიშვნელობაზე საუბარია „შემოსავლების სამსახურის“ 2023 წლის ანგარიშშიც, რომელშიც ეწერა (გვ 54):
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ ვაშინგტონს ასევე გაცხადებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ. სწორედ ამის ფარგლებში, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ყველა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია.
მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. “აგენტების კანონი”, ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები. ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი, ოპოზიციური პარტიების.
წყარო: europetime