სად ჩავიდა ზელენსკი? – “ამ კაცს ვინც “კლოუნს” უძახით და პუტინს “”мужик”-ს, ან კლოუნებზე თუ გქონდეთ წარმოდგენა, ან ვაჟკაცობაზე” – ზურაბ ფარჯიანი

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:

ზელენსკი ჩავიდა ფრონტის წინა ხაზზე. კუპიანსკში.
ამაზე წინა ხაზი არც არსებობს.
ჩავიდა ქალაქში, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ს გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა პუტინს მოახსენა- “ავიღეთო”.
კუპიანსკში ახლა გააფთრებული ბრძოლებია, ცენტრში 200-მდე რუსი ჰყავთ უკრაინელებს ალყაში და გუშინ-გუშინწინ თუ გაათავისუფლეს ქალაქის ის ნაწილები, სადაც ეს ვიდეოა გადაღებული.
ჰო-და, აი ოდნავაც კი არ ვარ ზელენსკის “ფანი”, პირიქით, მაგრამ ამ კაცს ვინც “კლოუნს” უძახით და პუტინს (რომელიც როსტოვს არ გაცდენია) “გენიოსს” და “ვაჟკაცს” (мужик”-ს), ან კლოუნებზე თუ გქონდეთ რამე წარმოდგენა, ან ვაჟკაცობაზე