სად შეეძლება რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს დასაქმება – ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ჩამონათვალს ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს კერძო და საჯარო კლინიკების ჩამონათვალს, რომლებშიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობს.
უწყების ინფორმაციით, ეს კლინიკებია:
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
ს რესპუბლიკური საავადმყოფო;
საჩხერის რაიონული საავადმყოფო;
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
ჯეო ჰოსპიტალის ქსელი;
კავკასიის მედიცინის ცენტრი;
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
იმედის კლინიკა;
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.
ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

ასევე დაგაინტერესებთ

„დასაშვებია, რომ ერთჯერადად რომელიმე გადამცვლელმა პუნქტმა ეს თანხა გადაახურდავოს, მაგრამ როცა 3 წლის განმავლობაში ეს ყოველდღიურად ხდება, როგორც მინიმუმ, ეჭვს ბადებს“ – გიორგი ხიშტოვანი $665 მილიონის გათეთრების საქმეზე

ნებისმიერ პროდუქტს აქვს თავისი მოხმარების წესი, სადაც აღნიშნულია ლოდინის პერიოდები, ანუ როდისაა კონკრეტული პესტიციდის გამოყენება დასაშვები. სამწუხაროდ, ჩვენთან მსგავს დანიშნულებებს არც იცავენ და არც ცოდნა არსებობს- ლიკა ბალარჯიშვილი