საქართველოს ბანკი ციფრული პლატფორმებით, მრავალფეროვანი პროექტებით და მასშტაბური ღონისძიებებით ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებაში, დაეხმაროს სტარტაპებს განვითარებაში და მისცეს ახალი შესაძლებლობები ადგილობრივ მეწარმეებს.
იმისთვის, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის საჭირო სერვისის თუ პროდუქტის მოძიება მაქსიმალურად მარტივად, ერთ სივრცეში იყოს შესაძლებელი, შეიქმნა ბიზნეს 360° – ციფრული პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.
მარტივი ინტერფეისითა და ფილტრაციის ფუნქციით რამდენიმე წამში იპოვით იმას, რასაც ეძებთ ან წააწყდებით სრულიად ახალ და საინტერესო შეთავაზებას. ასევე გაეცნობით ბლოგებს წარმატებული ბიზნესების, მეწარმეების, ახალი ფუნქციონალებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ.
ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილოთ, მაინც რა დაგხვდებათ ბიზნეს 360° პლატფორმაზე:
შეთავაზებები
ამ კატეგორიაში თქვენთვის საჭირო შეთავაზების პოვნას რამდენიმე წამში შეძლებთ და არ აქვს მნიშვნელობა, ინდმეწარმე ხართ, სტარტაპერი თუ მცირე ან საშუალო ბიზნესის მფლობელი.
მაგალითად, თუ ონლაინმაღაზია გაქვთ, დაგაინტერესებთ შეთავაზება Wolt Drive-სგან: საქართველოს ბანკის მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალური პირობებითა და ფასდაკლებებით მიტანის სერვისებზე, რაც სერვისებსა და პროდუქტების კმაყოფილების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
მცირე და საშუალო ბიზნესი ზოგჯერ ვერ ახერხებს ბიზნესის ეფექტიანად ოპერირებისთვის საჭირო კადრების აყვანას, ასეთ დროს კი ყველაზე მოსახერხებელია აუთსორსინგ ან საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობა. ბიზნესის სივრცეში ბევრ მსგავს წარმატებულ კომპანიას წააწყდებით, მაგალითად, საკონსულტაციო კომპანია ,,ფინანსური ლაბორატორია” საქართველოს ბანკის მომხმარებლებს 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ნებისმიერ შერჩეულ სერვისზე: ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი, ფინანსური პროცესის ოპტიმიზაცია, ბიუჯეტირება და პროგნოზირება და ა.შ
განათლება